Logo

მაკა ბოჭორიშვილი – ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელიც თავდაუზოგავად იცავდა მშვიდობას და აშშ ახლა საუბრობს მშვიდობასა და ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინაში

პოლიტიკა
06.03.2025 / 21:38
Frontnews image description

ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელიც თავდაუზოგავად იცავდა მშვიდობას და აშშ ახლა საუბრობს მშვიდობასა და ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინაში, – განაცხადა ესპანურ საინფორმაციო სააგენტო EFE-სთან ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ოფიციალურ თბილისს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა მოსკოვთან, რომელსაც არაკანონიერად უკავია ქვეყნის ტერიტორიის 20%.

“ამ პირობებში ჩვენი ერთობლივი მუშაობა საერთაშორისო ფორმატებში გამორიცხულია. რუსეთი მთავარი გამოწვევაა. საქართველომ უნდა იმოქმედოს მაქსიმალური სიფრთხილით, რათა არ დააზარალოს საკუთარი ინტერესები“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

Advertisement