
ავტორი
Front News საქართველო
2024 წლის 4-6 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მალტაში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 31-ე სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“საგარეო უწყების ხელმძღვანელი სიტყვით მიმართავს მინისტრთა საბჭოს სესიის მონაწილეებს.
ასევე, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა მალტის ვიცე-პრემიერის, საგარეო უწყების ხელმძღვანელის იან ბორგის მიერ ორგანიზებულ უკრაინის მხარდამჭერ ღონისძიებაზე.
მალტაში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
მაკა ბოჭორიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს