მაკა ბოჭორიშვილი – ნატოს კარი არასდროს გაღებულა


ავტორი
Front News საქართველო
ნატოში გაწევრიანება რჩება საქართველოს სტრატეგიულ მიზნად, – განაცხადა ესპანურ საინფორმაციო სააგენტო EFE-სთან ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მან ასევე გაიხსენა 2008 წელს ალიანსის მიერ გაკეთებული დაპირება უკრაინასა და საქართველოსთვის კარის გაღების შესახებ და განაცხადა, რომ „ეს კარი არასდროს გაღებულა“.
„გადაწყვეტილებები უნდა იყოს განხორციელებადი“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
როგორც სააგენტო EFE აღნიშნავს, როდესაც ახლახან აშშ-მა განაცხადა, რომ უკრაინის ადგილი ნატოში არ არის, საქართველომ „მარტივი გაკვეთილი გამოიტანა“.
თაგები:
მაკა ბოჭორიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს