Logo

მაკა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე და გივი მიქანაძე პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდებიან

პოლიტიკა
355
Frontnews image description

15 ოქტომბერს პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელსაც “ქართული ოცნების“ დეპუტატები: მაკა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე და გივი მიქანაძე დააკვირდებიან.

 

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, არჩევნებს ქალაქ კრაკოვში დააკვირდებიან, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციიდან.

 

პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე კი არჩევნების დამკვირვებელი ქალაქ ვარშავაში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლის რანგში იქნება.

თაგები:

პოლონეთი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები