მაკა ბოჭორიშვილი – ოპოზიციის და არასამთავრობოების ნაწილს არც გაკეთებული საქმის დანახვა უნდათ და ხელის შეშლის გარდა, არაფერს აკეთებენ


ავტორი
Front News საქართველო
საქართველომ გააკეთა ყველაფერი თორმეტივე რეკომენდაციის შესასრულებლად. ეს არის ის, რასაც უნდა ამბობდეს ნებისმიერი ქართველი, ვისაც გული შესტკივა საქართველოს ევროპულ მომავალზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შეფასებები, რომელიც ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ნაწილისგან ისმის, რამდენიმე თვის წინ ევროკომისარსაც კი არ გაუკეთებია.
ბოჭორიშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ხელს უშლიან, თუმცა, ევროპელი პარტნიორები კარგად ხედავენ, რას აკეთებს ქვეყანა სტატუსის მისაღებად.
“რაც შეეხება შეფასებებს, ასეთი შეფასება თავად ევროკომისარსაც არ გაუკეთებია, რომ საქართველოს დანარჩენი სამი რეკომენდაციის გარდა, არაფერი შეუსრულებია ივნისში. ივნისის შემდეგ, კიდევ უამრავი რამ გაკეთდა და საქმეც ამაშია, რომ მათ არც გაკეთებული საქმის დანახვა უნდათ და ხელის შეშლის გარდა, არაფერს აკეთებენ. ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ და შეაფასებენ იმას, რასაც საქართველო აკეთებს და რასაც საქართველო იმსახურებს და საქართველო ნამდვილად იმსახურებს ევროპულ მომავალს”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
თაგები:
მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი – როგორ შეიძლება გულწრფელად გინდოდეს ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამისთვის ხელის შეშლის მეტს არაფერს აკეთებდე

მაკა ბოჭორიშვილი – ოპოზიციის მტკიცება, რომ “არ იცოდნენ”, არის ტყუილი!

არჩილ გორდულაძე – ჩვენ არც ქვეყნის, არც ხალხის ინტერესს და არც მომავალს არ ვცვლით არცერთ თეთრზე, წერონ და იკითხონ რამდენიც უნდათ ეს სანქციები