მაკა ბოჭორიშვილი პიტერ სიარტოს მიწვევით უნგრეთის ამბასადორიალში მიიღებს მონაწილეობას


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დღეს უნგრეთს ეწვევა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან პიტერ სიარტოსთან. ასევე, პიტერ სიირტოს მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს უნგრეთის “ელჩების კონფერენციაში”, სადაც კოლეგასთან ერთად ჩაერთვება პანელურ დისკუსიაში.
ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი საჯარო ლექციას გამართავს უნგრეთის დიპლომატიურ აკადემიაში, სადაც ახალგაზრდა დიპლომატებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ესაუბრება.
კოლეგასთან შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებები პრესასთან.
თაგები:
მაკა ბოჭორიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა