
ავტორი
Front News საქართველო
როდესაც ვხედავთ აშშ-ის სენატსა, თუ კონგრესში საქართველოს და ქართველი ხალხის სახელით მოსაუბრე ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ არანაირი ლეგიტიმაცია, შემაშფოთებელია, – განაცხადა “იმედთან” ბრიუსელში ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.
დეპუტატი სენატში დაგეგმილ დღევანდელ მოსმენას გამოეხმაურა, სადაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მომხსენებლად იყო მიწვეული.
„ქართული ოცნება“ არსებობს იმისთვის, რომ გიგაურის და მისი მსგავსი ადამიანების ოცნება კი არ ახდეს ამ ქვეყანაში, ქართველი ხალხის სურვილებს მიეცეს შესაძლებლობა, რომ შესრულდეს. ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, უსაფრთხოება და მშვიდობა საქართველოში და სტაბილური განვითარების შესაძლებლობა. გიგაურის ოცნებები მიმართულია სწორედ ამის წინააღმდეგ რასაც ჰქვია საქართველოში მშვიდობა, სტაბილური განვითარება, ეკონომიკური წინსვლა, ევროკავშირში ინტეგრაცია. იმის აღსრულების შესაძლებლობას, რაც გიგაურს და მის მსგავს ადამიანებს სურთ, ნამდვილად ვერ მივცემთ. როდესაც ვხედავთ აშშ-ის სენატსა, თუ კონგრესში საქართველოს და ქართველი ხალხის სახელით მოსაუბრე ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ არანაირი ლეგიტიმაცია, შემაშფოთებელია. საქართველოს ჰყავს ხელისუფლება და თუ ვინმეს აინტერესებს რა ხდება საქართველოში და რა სურს ქართველ ხალხს, პირველ რიგში, კითხვები უნდა დაუსვან საქართველოს ხელისუფლებას და არა იმ ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ ორი ადამიანის მხარდაჭერაც კი საქართველოში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს