
ავტორი
Front News საქართველო
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში მიიღო მონაწილეობა.
სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა მეზობელი სახელმწიფოებისადმი რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად საქართველოსა და უკრაინისადმი საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობა.
“უკრაინის წინააღმდეგ აგრესია რუსეთის იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც მან საქართველოში დაიწყო და რომლის შედეგადაც საქართველოს განუყოფელი რეგიონები – აფხაზეთი და ცხინვალი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. შესაბამისად, ჩვენ, ქართველებს, კარგად გვესმის, თუ რამდენად მტკივნეულია რუსეთის აგრესია, რუსული ოკუპაცია და უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია პოლონეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ვარშავაში 24-26 ნოემბერს იმართება, რომელიც უკრაინაში ომს, კონფლიქტის გადაწყვეტასა და სამომავლო რეკონსტრუქციაში ეუთოსა და ეროვნული პარლამენტების როლს ეძღვნება.
თაგები:
მაკა ბოჭორიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს