მაკა მარია ხომერიკი – თუ პუტინი არ გააჩერეს, მის აგრესიას საზღვარი არ ექნება


ავტორი
Front News საქართველო
ზუსტად ასე დაიწყო ომი საქართველოში 2008 წელს, იგივე მეორდება დღეს უკრაინაში, თუ პუტინი არ გააჩერეს, მის აგრესიას საზღვარი არ ექნება, – ამის შესახებ Front News-ს უკრაინის სოლიდარობის აქციაზე ავსტრიაში მცხოვრებმა ქართველმა, ავსტრიაში ქართული სათვისტომოს წარმომადგენელმა მაკა მარია ხომერიკმა განუცხადა.
მისი თქმით, დღეს უკრაინის სოლიდარობის აქციაზე მოვიდა და ავსტრიელებს, ევროპას და მთელ მსოფლიოს მიმართა, რომ შეაჩერონ 21-ე საუკუნის ჰიტლერი.
“უკრაინის სოლიდარობის აქციაზე მოვედი და აქედან მთელ მსოფლიოს მივმართე, რომ ზუსტად ასე დაიწყო საქართველოში ომი 2008 წელს, იგივე მეორდება დღეს უკრაინაში. თუ მსოფლიოს ხალხები, მათ შორის, ევროპელები არ გააპროტრესტებენ ამას, პუტინის აგრესიას საზღვარი არ ექნება. პუტინი არის 21-ე საუკუნის ჰიტლერი, ის ყველაფერზეა წამსვლელი. მე შევახსენე ავსტრიელებს, რომ მართალია, ავსტრია ნეიტრალურ სახელმწიფოს წარმოადგენს, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ გაჩუმდნენ და არაფერი თქვან”, – განაცხადა მარია ხომერიკმა.
