მაკალისტერი – სასწორზე ბევრი რამ დევს, მჯერა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს დემოკრატიული მომავლის შანსი


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი იქნება მომავალი დემოკრატიული განვითარებისა და გეოპოლიტიკური არჩევანის განსაზღვრაში, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს დემოკრატიული მომავლის შანსი.
“საქართველოში მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი იქნება მომავალი დემოკრატიული განვითარებისა და გეოპოლიტიკური არჩევანის განსაზღვრაში, ისევე როგორც იმის განსაზღვრაში, შეძლებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შენარჩუნებას. ასე რომ, სასწორზე ბევრი რამ დევს.
მჯერა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს დემოკრატიული მომავლის შანსი”, – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.
თაგები:
დევიდ მაკალისტერი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა