მაკკოლი – მივესალმები ბიძინა ივანიშვილისთვის დიდი ხნის დაგვიანებით დაწესებულ სანქციებს

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ მაკკოლი აშშ-ის მიერ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება.
“მივესალმები “ქართული ოცნების” მარიონეტების ოსტატის ბიძინა ივანიშვილისთვის დიდი ხნის დაგვიანებით დაწესებულ სანქციებს. მას და მის პარტიას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს საქართველოს ავტოკრატიისკენ მიმავალ გზაზე დაყენებისა და ტრანსატლანტიკური მომავლის გზიდან დაშორებისთვის, რომელიც ქართველ ხალხს სურს და რომელსაც იმსახურებს”, – წერს მაკკოლი.
თაგები:
მაიკლ მაკკოლი




