მაკფოლი – სააკაშვილის ციხეში სიკვდილი იქნება პუტინის გამარჯვება და ქართული დემოკრატიისთვის სასიკვდილო დარტყმა

ავტორი
Front News საქართველო
რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, პროფესორი მაიკლ მაკფოლი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით The Washington Post-ში სტატიას აქვეყნებს, სათაურით – “სააკაშვილის ციხეში სიკვდილი იქნება პუტინის გამარჯვება და ქართული დემოკრატიისთვის სასიკვდილო დარტყმა”.
“ამჟამად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქ პატიმრობაში იტანჯება და ზოგიერთი ცნობით, სიკვდილის პირასაა. ბაიდენის ადმინისტრაციამ და მისმა მოკავშირეებმა ეს არ უნდა დაუშვან. სააკაშვილის გასათავისუფლებლად გლობალური კამპანიის დროა – ამას ის დემოკრატიული იდეალებისადმი ერთგულების გამო იმსახურებს.
თუმცა, არის ერთი უცხოელი ლიდერი, რომელსაც სძულს სააკაშვილი: ვლადიმირ პუტინი. წარმატებული ქართული დემოკრატია მის სამხრეთ ფლანგზე იყო იმ ყველაფრის სასიკვდილო განაჩენი, რასაც პუტინი ემხრობოდა, ამიტომ მან გადაწყვიტა ხელი შეეშალა სააკაშვილისთვის და არ დაეშვა საქართველოს სვლა დასავლეთისკენ.
პუტინი და მისმა თანამოაზრეები მალე მიხვდნენ, როგორ გამოეყენებინათ დემოკრატიული ინსტიტუტები საქართველოში რუსი ლოიალისტების ხელისუფლებაში მოსაყვანად, რისი ორკესტრირებაც კრემლის მთავარმა სუროგატმა საქართველოში, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა.
პრეზიდენტმა ბაიდენმა, ევროპის სხვა დემოკრატიულ ლიდერებთან მჭიდრო კოორდინაციით, სასწრაფოდ უნდა გააკეთოს მიმართვა სააკაშვილის გადასარჩენად. ჰუმანიტარული ნიშნით, ბაიდენმა და სხვებმა უნდა მოსთხოვონ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს სააკაშვილი და მისცეს მას ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამედიცინო დაწესებულებაში გამგზავრების საშუალება. ეს უკვე გააკეთა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომელმაც სააკაშვილი პოლიტპატიმრად გამოაცხადა. სააკაშვილის ციხეში სიკვდილი იქნება პუტინის გამარჯვება და ქართული დემოკრატიისთვის სასიკვდილო დარტყმა”, – წერს მაკფოლი.





