მაკრონი - აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება და რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნება


ავტორი
Front News საქართველო
არსებითია უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება და რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნება, ვიდრე მისი აგრესიის ომი გრძელდება და არ დამყარდება მყარი და ხანგრძლივი მშვიდობა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პრეზიდენტ ტრამპთან, პრეზიდენტ ზელენსკისთან და ევროპელ პარტნიორებთან საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, აუცილებელია ბოლო 30 წლიდან გაკვეთილის გამოტანა, მათ შორის რუსეთის მიერ ვალდებულებების შესრულების კუთხით.
"ამ შეხვედრის დასასრულს ჩვენ გავაგრძელეთ დისკუსია ჩემს ევროპელ კოლეგებთან. ჩვენ ერთხმად ვაცხადებთ, რომ აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება და რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნება, ვიდრე მისი აგრესიის ომი გრძელდება და არ დამყარდება მყარი და ხანგრძლივი მშვიდობა. მშვიდობა, რომელიც პატივს სცემს უკრაინის უფლებებს; რომ ნებისმიერ ხანგრძლივ მშვიდობას თან უნდა ახლდეს ურყევი უსაფრთხოების გარანტიები. ამ მხრივ მივესალმები შეერთებული შტატების მზადყოფნას, წვლილი შეიტანოს. ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ ამერიკასთან და მსურველთა კოალიციის ყველა ჩვენს პარტნიორთან, რომლებსაც მალე კვლავ შევხვდებით კონკრეტული პროგრესის მისაღწევად. ასევე, აუცილებელი იქნება გასული 30 წლიდან ყველა გაკვეთილის გამოტანა, განსაკუთრებით რუსეთის მიერ საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობის კარგად ჩამოყალიბებული ტენდენციიდან“, – წერს მაკრონი.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპელი ლიდერები გააგრძელებენ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან მჭიდროდ მუშაობას ინტერესები დასაცავად, ერთიანობისა და პასუხისმგებლობის სულისკვეთებით.
„საფრანგეთი მტკიცედ რჩება უკრაინის მხარეს“, – წერს ემანუელ მაკრონი.
თაგები:
ემანუელ მაკრონი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს