მაკრონი – რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული, პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად


ავტორი
Front News საქართველო
საფრანგეთის ლიდერის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაუშვა “ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა“ უკრაინაში შეჭრით, რის გამოც ახლა იზოლირებულია.
“მე ვუთხარი ვლადიმერ პუტინს, რომ მან დაუშვა ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა თავისი ხალხის, საკუთარი თავისა და ისტორიის წინაშე. ვფიქრობ, მან საკუთარი თავი იზოლაციაში მოიქცია. იზოლირება ერთია, მაგრამ მისგან თავის დაღწევა რთული გზის გავლას მოითხოვს“, – აცხადებს მაკრონი.
საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი არ იყოს დამცირებული, რათა უკრაინაში ბრძოლების შეჩერების შემდეგ დიპლომატიური გადაწყვეტა მოიძებნოს.
”ჩვენ არ უნდა დავამციროთ რუსეთი, რათა იმ დღეს, როდესაც ბრძოლები შეჩერდება, ჩვენ შევძლოთ ხიდის აშენება დიპლომატიური საშუალებებით”, – აღნიშნა მაკრონმა.
მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ საფრანგეთი შუამავლის როლს შეასრულებს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს