მაკრონი - რუსეთისგან განსხვავებით, ევროკავშირი არავის ემუქრება და ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს სცემს პატივს


ავტორი
Front News საქართველო
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელიც მოლდოვის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად კიშენეუში ჩავიდა, გამოთქვა საფრანგეთის „მტკიცე მხარდაჭერა“ მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მისწრაფებისადმი და ასევე დაგმო რუსეთის მიერ გავრცელებული სიცრუე.
"კრემლის პროპაგანდა ამტკიცებს, თითქოს ევროპელებს სურთ უკრაინაში ომის გაგრძელება და ევროკავშირი ერებს ავიწროებს. ეს სიცრუეა. განსხვავებით რუსეთისგან, ევროკავშირი არავის ემუქრება და ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს სცემს პატივს“, – განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტი მოლდოვაში სიმბოლური ვიზიტით გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან ერთად ჩავიდა.
თაგები:
ემანუელ მაკრონი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს