Logo

მაკრონი – საფრანგეთმა და ბრიტანეთმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების გეგმა მოამზადეს, ეს შეიძლება მოიცავდეს უკრაინაში ჯარების გაგზავნას

უკრაინა
920
Frontnews image description

საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების გეგმა მოამზადეს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს გეგმა შეიძლება მოიცავდეს უკრაინაში ევროპელი ჯარისკაცების გაგზავნას, მაგრამ ისინი “აუცილებლად ფრონტის ხაზზე არ იქნებიან”, არამედ იქნებიან “გარანტიად”.

საფრანგეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ევროპელები მზად არიან წავიდნენ იქამდეც, რომ უკრაინაში ჯარები გაგზავნონ, რათა უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს.

Advertisement