
ავტორი
Front News საქართველო
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, საქართველოს ბოლო დღეებში შეეხო “შემაშფოთებელი მოვლენები“ და განიცადა “ძალიან ძლიერი ზეწოლა“.
მაკრონს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კითხვა „ფრანს პრესის“ ჟურნალისტმა დაუსვა. კერძოდ კი, საფრანგეთის პრეზიდენტს ჰკითხეს მოსკოვის შეფასებაზე, თითქოს საქართველოში ბოლო დღეების საპროტესტო აქციებში უცხოური ხელი ურევია. მაკრონს ასევე კითხვა დაუსვეს, თავად თუ ხედავს პუტინის ხელს იმ კანონპროექტში, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უკან გაიწვია.
“კრემლის ტენდენციაა, ხალხის ნებისმიერ მოძრაობაში დაინახოს გარედან მანიპულაცია, რადგან აქვთ რწმენა, რომ არ არსებობს საზოგადოებრივი აზრი და არ არსებობს თავისუფალი ხალხი. ჩვენ უძველესი დემოკრატია ვართ და პირიქით გვჯერა, თუმცა საქართველოს ამ ბოლო დღეები განმავლობაში შემაშფოთებელი მოვლენები შეეხო. ჩვენ ვიხილეთ კადრები, ახალგაზრდა ქალი ევროპული დროშით ხელში, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, უკან დახიეს, რამაც ჩვენ გულგრილი არ დაგვტოვა. საქართველომ განიცადა ძალიან ძლიერი ზეწოლა და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ ვიპოვით გზას უფრო მეტი სიმშვიდისკენ“, – განაცხადა მაკრონმა. (1TV)
თაგები:
ემანუელ მაკრონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს