მაკრონი – შემდეგი თვე გადამწყვეტი იქნება, რადგან უკრაინა კონტრშეტევის გზით საკუთარი მიწების დეოკუპაციას შეეცდება


ავტორი
Front News საქართველო
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, შემდეგი თვე კრიტიკული იქნება უკრაინის ომისთვის, მაშინ როცა ქვეყანა ცდილობს დაიბრუნოს თავისი ტერიტორიები კონტრშეტევითი ოპერაციების დროს.
“საფრანგეთის და ყველა სხვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა უკრაინის მხარდაჭერა რუსული აგრესიისგან დასაცავად. შემდეგი თვე გადამწყვეტი იქნება, რადგან უკრაინა კონტრშეტევის გზით საკუთარი მიწების დეოკუპაციას შეეცდება”, – აცხადებს მაკრონი.
მისი თქმით, თუ ამ ომში რუსეთის გამარჯვებას დაუშვებენ, “ახალ იმპერიულ ძალას” მივიღებთ, რომელიც შეიძლება დაემუქროს სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო და ყაზახეთი, ისევე როგორც მთელ კონტინენტს.
”რადგან, რა თქმა უნდა, ეს არის იმპერიალიზმი და კოლონიალიზმი, რომელსაც რუსეთი ახორციელებს (უკრაინაში)”, – აღნიშნა მაკრონმა.
თაგები:
ემანუელ მაკრონი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს