მაკრონი – უახლოეს მომავალში უკრაინაში საფრანგეთის ჯარი არ იქნება


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში ფრანგული ჯარების გაგზავნა უახლოეს მომავალში არ მოხდება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
“ერთ-ერთ კითხვაზე, რომელიც დამისვეს ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით, მე ვუპასუხე, რომ გამორიცხული არაფერია. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ განვიხილავთ უკრაინაში ფრანგული ჯარების გაგზავნის შესაძლებლობას უახლოეს მომავალში, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიწყებთ განხილვას და ფიქრს ყველაფერზე, რა შეიძლება გაკეთდეს უკრაინის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით უკრაინის ტერიტორიაზე“, – განაცხადა მაკრონმა.
მისი თქმით, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ ხუთ საკითხზე, სადაც მეტის გაკეთება სურთ: კიბერთავდაცვა; სამხედრო ტექნიკის ერთობლივი წარმოება უკრაინაში; უკრაინაში რუსეთის შეტევით პირდაპირ საფრთხის ქვეშ მყოფი ქვეყნების უსაფრთხოება, კერძოდ, მოლდოვის; ბელორუსის საზღვარზე უკრაინის მხარდაჭერის შესაძლებლობა; ნაღმების გაწმენდის ოპერაციები.
“გარდა ამისა, მე ყოველთვის მკაფიოდ განვსაზღვრავდი ჩვენს ჩარჩოებს: ჩვენ არ ვიბრძვით რუსი ხალხის წინააღმდეგ და უარს ვამბობთ ესკალაციის ლოგიკაში შესვლაზე“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
თაგები:
ემანუელ მაკრონი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს