მაკრონი – უკრაინაში ჩასვლას კონკრეტული წინადადებებით და გადაწყვეტილებებით ვაპირებ


ავტორი
Front News საქართველო
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინაში ჩასვლას კონკრეტული წინადადებებით და გადაწყვეტილებებით აპირებს.
“მე მაქვს წესი, რომ ჩემი ვიზიტი მაქსიმალურად სასარგებლო იყოს უკრაინისთვის. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ყოველთვის ვთანხმდებოდით და ვაკეთებდით პრეზიდენტ ზელენსკისთან. მე წავალ ბერლინში და გავესაუბრები კანცლერ შოლცს და პოლონეთის პრემიერ-მინისტრს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ დამატებითი თანხების გამოყოფას“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონის თქმით, როდესაც ის “ფიზიკურად ჩავა” უკრაინაში, ეს ნიშნავს კონკრეტულ წინადადებებს და გადაწყვეტილებებს.
თაგები:
ემანუელ მაკრონი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს