მაკრონი – უკრაინელებს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ ისე, როგორც არასდროს


ავტორი
Front News საქართველო
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან შეხვედრისას პირობა დადო, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთთან მის ფონზე.
“ჩვენ განვიხილავთ ჩვენს მზადყოფნას, გავაგრძელოთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე რეაგირება, რადგან ზამთარია და უკრაინელებს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ ისე, როგორც არასდროს“, – განაცხადა მაკრონმა.
“უკრაინის გამარჯვება ეგზისტენციალურია ევროპისთვის და მთელი მსოფლიოსთვის”, – განაცხადა თავის მხრივ კრისტერსონმა და ხაზი გაუსვა უკრაინის ომის შედეგად გამოწვეულ ენერგეტიკულ კრიზისზე ევროკავშირის რეაგირების მნიშვნელობას.
შვედეთის მთავრობის მეთაური სამშაბათს პირველად ეწვია პარიზს 1 იანვარს ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის გადაბარების შემდეგ.
თაგები:
ემანუელ მაკრონი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს