მალაიზიაში თვითმფრინავი ავტომაგისტრალზე ჩამოვარდა, დაიღუპა 10 ადამიანი


ავტორი
Front News საქართველო
მალაიზიაში პატარა კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბორტი საავტომობილო გზატკეცილზე დაეცა – კატასტროფა ვიდეოკამერებმა გადაიღო.
ადგილობრივი გაზეთის Malay Mail-ის ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად სულ მცირე ათი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის არის ეკიპაჟის ორი წევრი, ბორტზე მყოფი ექვსი მგზავრი და იმ ქალაქის ორი მცხოვრები, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა.
თვითმხილველების თქმით, აფეთქების შემდეგ თვითმფრინავის ნამსხვრევები მოტოციკლს დაეჯახა.
მომხდარის მიზეზები ჯერ უცნობია.
თაგები:
ავიაკატასტროფა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს