მალგოჟეტა გოშევსკა – არ შეიძლება ხალხის და ქვეყნის დასჯა ერთი ოლიგარქის თავგასულობის, სიძულვილის და პრორუსული განწყობების გამო


ავტორი
Front News საქართველო
მორიგ ჯერზე უარი მითხრეს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირობა მომცა პრემიერმა ღარიბაშვილმა პრემიერ მორავეცკის თანდასწრებით, – ამის შესახებ პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა მალგოჟეტა გოშევსკამ კლინიკა „ვივამედთან“ განაცხადა, სადაც ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა.
მისივე თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილთან საერთაშორისო ექიმების ჯგუფის არდაშვება და მისი არგაშვება ჰუმანიტარული მოსაზრებებით სამკურნალოდ საზღვარგარეთ ბარბაროსული აქტია.
“თუ სახელმწიფო და მართლმსაჯულება არ გამოხატავს პატივისცემას ქვეყნის პირველი პირის მიმართ, მაშინ რა უნდა ქნას უბრალო, ჩვეულებრივმა ადამიანმა ქვეყანაში?! და არამარტო პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ირღვევა ეს ნორმები, არამედ მომდევნო პრეზიდენტსაც სრულად საფუძველმოსკლებული მიზეზების გამო ჩამოართვეს დაცვა და შეღავათები, რომლებიც მას კანონითა და წესით ეკუთვნოდა. როგორც შეიძლება ეს აღიქმებოდეს ევროპაში მითუმეტეს ამ სიტუაციაში, როდესაც დადგა მომენტი, როცა ქვეყნის მომავალზე დგას საკითხი?!
პრეზიდენტ სააკაშვილთან საერთაშორისო ექიმების ჯგუფის არდაშვება და მისი არგაშვება ჰუმანიტარული მოსაზრებებით სამკურნალოდ საზღვარგარეთ, ეს არის ბარბაროსული აქტი. პოლონეთმა არაერთხელ განაცხადა სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე პრეზიდენტ სააკაშვილის სამკურნალოდ მიღების თანხმობადა მზაობა“, – განაცხადა გოშევსკამ.
მისივე თქმით, „არ შეიძლება ხალხის და ქვეყნის დასჯა ერთი ოლიგარქის თავგასულობის, სიძულვილისა და პრორუსული განწყობების გამო“.
“ქართული საზოგადოება აბსოლუტური უმრავლესობით ხარს უჭერს ევროინტეგრაციას, ოპოზიციური პარტიები აბსოლუტურად მკაფიოდ გამოხატავენ მოწოდებასა და მზაობას იმისკენ, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მიუხედავად ქვეყანაში არსებული შიდა დაძაბულობისა. გუშინ შევხვდი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და მათ კიდევ ერთხელ დამიდასტურეს თავიანთი მკაფიო პოზიცია. მე მინდა პირადად განვაცხადო, რომ მხარს ვუჭერ ასეთ მიდგომას და ვაცხადებ, რომ არ შეიძლება ხალხის და ქვეყნის დასჯა ერთი ოლიგარქის თავგასულობის, სიძულვილისა და პრორუსული განწყობების გამო. ამიტომ სრულიად ვუჭერ მხარს ევროპული პარლამენტს განცხადებასა ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე”, – განაცხადა გოშევსკამ.
თაგები:
მალგოჟატა გოშევსკა