Logo

მალგოჟეტა გოშევსკა – ჩვენ გვეძინა 2008 წლის ომის დროს, ახლა უნდა ვიმოქმედოთ დაუყოვნებლივ, დავაწესოთ სანქციები ახლავე

პოლიტიკა
1216
Frontnews image description

ჩვენ გვეძინა 2008 წლის ომის დროს, როდესაც საქართველოში რუსეთი შეიჭრა. ჩვენ ახლა უნდა ვიმოქმედოთ დაუყოვნებლივ. ქართველები იბრძვიან თავიანთი მომავლისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მალგოჟეტა გოშევსკამ განაცხადა.

მისივე თქმით, დროა, ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დადგეს.

“რამდენიმე კვირაა, ათასობით ქართველი გამოდის ქუჩაში და აპროტესტებს “ქართული ოცნების” პოლიტიკას. ეს მთავრობა უბიძგებს საქართველოს პირდაპირ რუსეთისკენ და აუარესებს ურთიერთობებს ევროკავშირთან. ქართველი დემონსტრანტები გამოდიან სლოგანით – “გაიღვიძე საქართველო” და ჩვენ გამოვდივართ სლოგანით – “გაიღვიძე ევროპა და დადექი დემონსტრანტების გვერდით”.

ბევრი რამ შეიძლება მოხდეს 29 დეკემბრამდე და რას ველოდებით? იმას, რომ სისხლი დაიღვრება? ან პრეზიდენტი ზურაბიშვილი ციხეში ჩაჯდება, ისევე როგორც პრეზიდენტი სააკაშვილი? ჩვენ უნდა დავაწესოთ სანქციები ახლავე. ჩვენ გვეძინა 2008 წლის ომის დროს, როდესაც საქართველოში რუსეთი შეიჭრა. ჩვენ ახლა უნდა ვიმოქმედოთ დაუყოვნებლივ. ქართველები იბრძვიან თავიანთი მომავლისთვის. საქართველოს გაუმარჯოს”, –  განაცხადა მალგოჟეტა გოშევსკამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები