მალიარი – ბახმუტში “ვაგნერელების” ნაცვლად რუსეთის რეგულარული ჯარები შედიან


ავტორი
Front News საქართველო
ბახმუტში შედარებით სიმშვიდის ამბების მიუხედავად, ბოლო დღეებში იქ საარტილერიო დაბომბვა საგრძნობლად გაიზარდა, რომელთა რაოდენობა შედარებულია ქალაქისთვის ყველაზე მწვავე ბრძოლების დროს არსებულ ვითარებასთან, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.
“ჩვენ გავჩერდით სიტუაციაზე, როდესაც ქალაქის უმეტეს ნაწილს მტერი აკონტროლებს, მაგრამ ქალაქის სამხრეთ-დასავლეთი რჩება უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ. ჩვენ რეალურად ვაკონტროლებთ ქალაქის შესასვლელს“, – განაცხადა მალიარმა.
მისივე თქმით, ბახმუტში ოკუპანტების როტაციაა და იქ “ვაგნერელების” ნაცვლად რუსეთის ფედერაციის რეგულარული ჯარები შედიან.
“რამდენიმე დღის წინ ჩვენმა დამცველებმა შეაჩერეს იქ რუსული წინსვლა და ახლა ჩვენი დამცველები იქ არ დგანან, ისინი ასრულებენ სხვა დავალებებს, რაზეც ვერ ვისაუბრებ. თუმცა ეს ამოცანები საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებას ისახავს მიზნად. ახლა ორივე მხარე ემზადება ბრძოლის გასაგრძელებლად“, – განაცხადა მალიარმა.
თაგები:
ბახმუტი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს