Logo

მალიარი – ის, რაც ახლა ბელგოროდში ხდება, რუსეთის შიდა კრიზისია, რომელიც ჯერ კიდევ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე მწიფდებოდა

უკრაინა
23.05.2023 / 14:00
Frontnews image description

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ის, რაც ახლა რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის რეგიონში ხდება, შიდა კრიზისია, რომელიც ჯერ კიდევ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე მწიფდებოდა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი სოციალურ ქსელში წერს.

 

“ის, რასაც პუტინი აკეთებს რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენთან ომით, იწვევს უკმაყოფილებას ყველა შეგნებულ რუსში. ის ფაქტი, რომ მათთვის სამარცხვინოა პასპორტის ჩვენება ახლა და თქმა, რომ ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან, ადრე თუ გვიან, იქამდე უნდა მისულიყო, რაც ახლა ხდება ბელგოროდის ოლქში”, – განაცხადა მალიარმა.

 

მისი თქმით, სიტუაციის ინიციატორები მხოლოდ რუსეთის პატრიოტები არიან.

 

“ყველას ესმის, რომ ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს. ეს კრიტიკული მასა უცებ არ წარმოშობილა. ეს უკმაყოფილება თანდათან დაგროვდა”, – აღნიშნა მან.

 

მისივე თქმით, შიდა რუსული ტენდენციები, რომლებიც ახლა შეინიშნება ბელგოროდის რეგიონში, არის “პროგნოზირებადი შიდა რუსული კრიზისი, რომელიც მწიფდებოდა რუსეთის ფედერაციის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრამდეც კი” და ნაკარნახევია მოქალაქეების სურვილით, შეცვალონ ქვეყნის პოლიტიკური სტრუქტურა და “შეაჩერონ კრემლის მიერ გაჩაღებული სისხლიანი ომი“.

თაგები:

ბელგოროდი
Advertisement