მალიარი – რუსები წარუმატებლად ცდილობენ ბახმუტის ალყაში მოქცევას


ავტორი
Front News საქართველო
რუსმა დამპყრობლებმა ბახმუტის მიმართულებით ყველაზე მეტი ძალები, სამხედრო ტექნიკა და იარაღი გადაისროლეს, თუმცა მტრის ნებისმიერი მცდელობა ქალაქის ალყაში მოქცევისთვის წარუმატებელია, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.
“ხედავთ, რა გაბედულად იკავებენ ბახმუტს და რამდენ ზიანს აყენებენ ჩვენი ჯარისკაცები მტერს, რომელიც უბრალოდ ვერ ახერხებს წინსვლას, მტერი ცდილობს ქალაქი ალყაში მოაქციოს, მაგრამ ისინი ამას ვერ მიაღწევენ”, – განაცხადა მალიარმა.
მისივე თქმით, მიუხედავად შეტევითი ოპერაციების წარუმატებლობისა, რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ “ცდილობს მიაღწიოს დონეცკის ოლქის საზღვრებს 2022 წლის ბოლოსთვის”.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბახმუტი და დონბასის სხვა მიმართულებები ამ დრომდე ყველაზე რთულად რჩება და მაქსიმალური ძალა და კონცენტრაცია სჭირდებათ.
თაგები:
ბახმუტი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს