მალიარი – უკრაინის შეიარაღებული ძალები აღმოსავლეთით შეტევაზე ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე გადავიდა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფმა დღეს ერთდროულად დაიწყო შეტევა რამდენიმე მიმართულებით, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.
საუბარია ორეხოვო-ვასილიევკაზე, ბახმუტზე, ბოგდანოვკაზე, იაგოდნიზე, კლეშჩიევკაზე, კურდიუმოვკაზე, პროგრესი ყველა ფრონტზეა.
მისივე თქმით, კუპიანსკის, ლიმანის, მარინკის მიმართულებით მტერი ცდილობდა წინსვლას, მაგრამ ვერ მოახერხა.
ამავდროულად, სამხრეთით მძიმე ბრძოლები გრძელდება შეტევის ყველა მიმართულებით. მალიარის თქმით, მტერი ფრონტის ამ სექტორში თავდაცვაშია და დიდ ძალისხმევას მიმართავს უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი მოქმედებების შესაჩერებლად.
ამავდროულად, რუსეთის ფედერაცია პერსონალის, იარაღისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს ასევე დაადასტურა, რომ დონეცკის ოლქის კრასნოგოროვკას მახლობლად უკრაინელმა სამხედროებმა მოახერხეს რამდენიმე პოზიციის გათავისუფლება, რომლებიც 2014 წლიდან რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდნენ. ეს დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა.
თაგები:
ანა მალიარი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს