“მალხაზ თორია აქამდეც ღირსეულად, კეთილსინდისიერად და ამომწურავად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, მჯერა ასევე გააგრძელებს”


ავტორი
Front News საქართველო
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე მალხაზ თორიას დანიშვნას მისი წინამორბედი და ამჯერად საქართველოს პარლამენტის წევრი – აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე მოწერელია ეხმაურება.
ის მალხაზ თორიას კეთილსინდისიერ საჯარო მოხელედ მოიხსენიებს და წარმატებებს უსურვებს.
"მივესალმები მალხაზ თორიას დანიშვნას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე, ის აქამდეც ღირსეულად, კეთილსინდისიერად და ამომწურავად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და მჯერა, რომ ასევე გააგრძელებს, მინდა წარმატებები ვუსურვო მალხაზს ამ მეტად რთულ და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე", – აცხადებს ალექსანდრე მოწერელია.
მალხაზ თორია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე დღეს დაინიშნა, ის 2020 წლის აგვისტოდან სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას ასრულებდა, მანამდე კი რწმუნებულის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს