მალხაზ თორიამ 11 შვილის დედას დედის დღე მიულოცა


ავტორი
Front News საქართველო
11 შვილის დედას ნანა ლაგვილავას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ, მოადგილესთან ნონო ვიბლიანთან ერთად დედის დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
"მადლობა, რომ ჩვენს ქვეყანას უზრდით 11 შვილს, ეს ნამდვილად გმირობაა, თქვენ ხართ მისაბაძი დედა. ყოველდღიური სირთულეები და გამოწვევები გექნებათ და მიუხედავად ამისა თქვენ ჩვენს ქვეყანას უზრდით ღირსეულ შვილებს, აძლევთ მათ განათლებას. მიხარია, რომ თქვენი შვილები ამდენი მედლის, თასის, დიპლომის მფლობელები არიან, ეს ყოველივე მათ ნიჭიერებასთან ერთად ხაზს თქვენს შრომას და თავდადებას უსვამს. მადლობა ამისთვის თქვენ ქალბატონო ნანა და თქვენს მეუღლეს. მადლობა, რომ თეკლას, ქრისტინეს, ეკატერინეს, ქეთევანის, ანასტასიას, სიდონიას, ელისაბედის, მაიას, გრიგოლის, გიორგის და გაბრიელის დედა ხართ", – განაცხადა მრავალშვილიან დედასთან საუბარში მალხაზ თორიამ.
ბეჭვაიების თერთმეტივე შვილი ჭადრაკს თამაშობს. მათ სხვადასხვა შეჯიბრებებსა და საერთაშორისო ტურნირებში 200-ზე მეტი მედალი და 100-მეტი თასი აქვთ მოპოვებული.
ბეჭვაიების 11 შვილიდან ყველაზე პატარა 8 წლის, ყველაზე დიდი კი 26 წლისაა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს