
ავტორი
Front News საქართველო
მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანს კარლო ლაგვილავას ფაშიზმზე გამარჯვების დღე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ, ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ მიულოცეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 11 მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა, თითოეულ მათგანს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისგან ფულადი დახმარებები ჩაერიცხათ. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.
დღესვე სახელმწიფო რწმუნებულმა ზუგდიდის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს