Logo

მალხაზ ურთქმელიძე – ამ ეტაპზე, მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეში არ არის

საზოგადოება
828
Frontnews image description

ამ ეტაპზე, მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეში არ არის. მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა კვლავ გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ ურთქმელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბრალდებულს ყოველდღიურად ხვდება სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ეცნობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

“ბრალდებულს ყოველდღიურად ხვდება სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ეცნობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ადვოკატისთვისაც, მისი მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის, ნებისმიერი პატიმრის უსაფრთხოება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტულია. ამ ეტაპზე, მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეში არ არის. მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა კვლავ გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში.

მოვუწოდებთ მზია ამაღლობელს, შეწყვიტოს შიმშილობა მისი ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე”, – განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ.

“ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი საპატიმროში 20 დღეა, შიმშილობს.

Advertisement