
ავტორი
Front News საქართველო
მინდა ვუთხრა, რომ შიმშილობა შეწყვიტოს, ეს თვითმკვლელობის ტოლფასია, ის ცოცხალი სჭირდება ქვეყანას – აცხადებს მამა ამბროსი, რომელიც დღეს რუსთვის ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა.
პირველი სასულიერო პირი, რომელიც მოშიმშილე პრეზიდენტთან შესვლას შეეცადა, დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ შეუშვეს.
მისი თქმით, მისი ეპარქიის – ზუგდიდის და ხაიშის ეპარქიის მეუფის, გერასიმეს, ნებართვა და რამდენიმე საჭირო დოკუმენტი მოთხოვეს.
“რეგიონიდან ჩამოვედი, მინდოდა, ხატი და ლოცვანები მიმეწოდებინა, მაგრამ მითხრეს, რომ არ შეიძლება. მინდა, რომ შიმშილობა შეწყვიტოს, თვითმკვლელობის ტოლფასია და ქვეყანას ცოცხალი სჭირდება”, – აღნიშნა მამა ამბროსიმ.
მისივე თქმით, ის კვლავ შეეცდება მესამე პრეზიდენტის მონახულებას.
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში მეშვიდე დღეა, შიმშილობს
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს