მამაკაცი, რომელიც უკრაინაში კონტრაბანდული სიგარეტის შეტანას ცდილობდა, დიპლომატის მეუღლეა


ავტორი
Front News საქართველო
თბილისი: მამაკაცი, რომელიც უკრაინაში კონტრაბანდული სიგარეტის შეტანას ცდილობდა, დიპლომატი არ არის, ის საქართველოს ვიცე-კონსულის მეუღლე დავით ღ.-ია. ამის შესახებ Front News-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.
“უჟგოროდის” საკონტროლო პუნქტზე მესაზღვრეებმა უკრაინაში 45 ყუთი სიგარეტის უკანონოდ შეტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს, რომლის გადატანასაც დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქე ცდილობდა.
უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, სიგარეტის გადატანა მიკროავტობუსით ხდებოდა. მას შემდეგ, რაც მფლობელმა სატრანსპორტო საშუალების შემოწმებაზე უარი განაცხადა, ადგილზე მძღოლის ადვოკატი და საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი გამოიძახეს.


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა