Logo

მამაკაცი, რომელმაც თვითდაზიანება მიიყენა, კლინიკაში გარდაიცვალა

საზოგადოება
1483
Frontnews image description

მამაკაცი, რომელმაც 27 იანვარს თვითდაზიანება მიიყენა, კლინიკაში გარდაიცვალა, – ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზამირ კვეკვესკირის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

“44 წლის ზამირ კვეკვესკირის სიცოცხლის გადასარჩენად, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ექიმები, ხუთი დღის განმავლობაში, თავდაუზოგავად იბრძოდნენ. ზამირ კვეკვესკირმა, 27 იანვარს, სხეულზე, მძიმე თვითდაზიანება მიიყენა. ის სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი, თუმცა, ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, სამწუხაროდ, გარდაიცვალა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement