მამაკაცი, რომელსაც ჰამბურგის აეროპორტში 4 წლის ბავშვი მძევლად ჰყავდა, პოლიციას ჩაბარდა


ავტორი
Front News საქართველო
მამაკაცი, რომელიც ჰამბურგის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე ავტომობილით შეიჭრა და ჰაერში ისროდა, პოლიციას ჩაბარდა.
უცხოური მედიის ცნობით, მას სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და ახლა დაპატიმრებულია.
ბავშვი, რომელიც მასთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდა, დაშავებული არ არის.
35 წლის მამაკაცი ასაფრენ ბილიკზე შაბათს საღამოს შეიჭრა და ორჯერ ჰაერში გაისროლა. მასთან ერთად მანქანაში 4 წლის ბავშვი იყო. პოლიციის ვარაუდით, ბავშვი მამაკაცის შვილია და მამა მეურვეობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და ქვეყნის დატოვება სურდა.
მისი ავტომობილი Turkish Airlines-ის თვითმფრინავის ქვეშ იდგა. პოლიციელები მასთან მოლაპარაკებებს 18 საათის განმავლობაში აწარმოებდნენ.
მანამდე შესაბამის ორგანოებს ბავშვის დედა დაუკავშირდა და განაცხადა, რომ მისი შვილი გატაცებულია.
თაგები:
გერმანია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს