მამაკაცს, რომლის მიერ ცოლზე ძალადობისას მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ბრალი წარედგინა

ავტორი
Front News საქართველო
გურჯანში, ოჯახური კონფლიქტის დროს დაღუპული 8 თვის ჩვილის საქმეზე დაკავებულ 1985 წელს დაბადებულ მამაკაცს ბრალი წაუყენეს.
დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
დაუმძიმდება თუ არა ბრალი მამაკაცს ჯერ ჯერობით უცნობია.
დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრის საკითხზე გურჯაანის სასამართო ხვალ იმსჯელებს.
შემთხვევა გურჯაანში გუშინ მოხდა. მამაკაცმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა იმ დროს მიაყენა, როდესაც ქალს ჩვილი ხელში ეჭირა. ბავშვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 126 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 4- დან 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


