მამუკა ჩარკვიანი გარდაიცვალა


ავტორი
Front News საქართველო
70 წლის ასაკში მუსიკოსი და ავტორ-შემსრულებელი მამუკა ჩარკვიანი გარდაიცვალა.
მამუკა ჩარკვიანი დაიბადა 1955 წლის 24 აგვისტოს. 1972 წელს დაამთავრა თბილისის 61-ე საშუალო სკოლა. 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1977-79 წლებში მუშაობდა მეტეხის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. 1979-82 წლებში იყო ახალგაზრდული ორგანიზაციის II მდივანი; 1982-92 წლებში - გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის მოადგილე. 1992 წელს პრეზიდენტის აპარატის მრჩეველ-კონსულტანტი. 1993 წლიდან გააგრძელა მუსიკალური კარიერა.
მამუკა ჩარკვიანი იყო თვითნასწავლი, თვითმყოფადი მუსიკოსი, ავტორ-შემსრულებელი. მან ბავშვობის ასაკში დამოუკიდებლად ისწავლა სხვადასხვა ინსტრუმენტებზე (გიტარა, როიალი) დაკვრა. ის ბევრი სიმღერის ავტორს წარმოადგენს, რომელთა უმეტესობა გაჰიტდა. მამუკა ჩარკვიანის სიმღერებს ხშირად ასრულებენ სხვადასხვა თაობის მომღერლები.
2000 წელს პრეზიდენტის განკარგულებით დაჯილდოვდა ღირსების ორდენით; 2000 წლის ფესტივალზე „წლის სიმღერა“ დაჯილდოვდა „ოქროს დისკით“; 2000 წელს სტუდენტურ ფესტივალზე „სტუდენტთა საერთაშორისო დღე“ დაჯილდოვდა დიპლომით - „ქართულ საესტრადო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“; ფესტივალი „ლიგა-1996“ ნომინაცია „ქართული ტრადიციული სიმღერა“; ფესტივალი „წლის სიმღერა — 2000“ წლის საუკეთესო შემსრულებელი, სიმღერებისთვის: — „ჩემი აღარა ხარ, მორჩა“; „დედისჯერი“; 2001 წელს წლის საუკეთესო მუსიკის ავტორი და საუკეთესო შემსრულებელი სიმღერისათვის: — „და...გტოვებ მარტო“; 2002 წელს წლის საუკეთესო ავტორ-შემსრულებელი სიმღერისათვის „ოცნებების ქარავანი“ და ჟიურის სპეციალური ნომინაცია „ქართული ტრადიციული სიმღერის საუკეთესო ავტორ-შემსრულებელი“; დაჯილდოებულია: მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაციის პრიზით, ჯაზფესტივალის სპეციალური პრიზით: სიმღერებისათვის: „ბლუზი“ და „ქალი სანაპიროზე“; 2006 წელს ფესტივალზე „წლის სიმღერა“ — სიმღერის ავტორი — სიმღერისათვის „ჩემი თბილისი“; 2014 წელს „შანსონის“ ფესტივალზე „წლის შანსონიე“. 2014 წელს თბილისის საკონცერტო დარბაზთან გახსნილია მამუკა ჩარკვიანის სახელობის ვარსკვლავი; 2018 წელს ფესტივალი „ოქროს ტალღა“ნომინაცია — წლის საუკეთესო სიმღერა „შენ რომ დიდი იქნები“ (ირმა გიგანს); მამუკა ჩარკვიანი დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის „საპატიო უნივერსიტეტელის ტიტულით“.
თაგები:
მამუკა ჩარკვიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს