მამუკა გამყრელიძე – რეზოლუცის მიღება აუცილებელია, მაგრამ ამ ფორმით, რომელშიც რუსეთი არ იქნება ნახსენები, სჯობს, საერთოდ არ მივიღოთ

ავტორი
Front News საქართველო
რეზოლუცის მიღება აუცილებელია, მაგრამ ამ ფორმით, რომელშიც რუსეთი არ იქნება ნახსენები, სჯობს, საერთოდ არ მივიღოთ, – ამის შესახებ Front News-ს პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანმა, დიპლომატმა მამუკა გამყრელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, რეზოლუციის ამ ფორმით მიღებით მმართველი პარტია ქვეყანას და სახელმწიფო ინსტიტუტებს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს.
“რეზოლუციის მიუღებლობა დაახლოებით იგივეა, რომ შენი ოჯახის წევრს ვინმე ემუქრებოდეს და მას დახმარება არ გაუწიო. საქართველო და უკრაინა ვიმყოფებით ნატოს კალათში ერთად, თუ მიგვიღებენ, ერთად მიგვიღებენ, თუ არა ერთად არ მიგვიღებენ. გარდა ამისა, ჩვენ ვართ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჯგუფში, რომელთანაც ევროკავშირი მაღალ დონეზე თანამშრომლობს, ასევე, ჩვენ ვართ ერთად სამეულის ფორმატში – მოლდოვა, უკრაინა, საქართველო, რომელთანაც განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა აქვს ევროკავშირს. ასეთ დროს რეზოლუციის არ მიღება უხერხულია, მაგრამ განსაკუთრებით უხერხულია ასეთი ფორმით მიღება, რომელშიც რუსეთი არ იქნება ნახსენები. თუ ასე გვეშინია, მაშინ სჯობს, საერთოდ არც მივიღოთ.
რეზოლუცია არ არის რომელიმე ერთი პარტიის ტვინის ნაჟური, ესაა სახელმწიფო დოკუმენტი. “ქართული ოცნება” უხურხულ მდგომარეობაში აყენებს მთელს პარლამენტს, სახელმწიფო ინსტიტუციებს.
რა შუაშია აქ “ნაციონალური მოძრაობა”, ნებისმიერი ოპოზიციური პარტია ამას ითხოვს, რომ რეზოლუციაში რუსეთი იყოს ჩაწერილი. უხერხულ მდგომარეობაში ვიყენებთ თავს. რაც მთავარია, ქვეყანას აყენებენ სასაცილო მდგომარეობაში”, – განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.
პარლამენტში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის განხილვა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს. “ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ პროექტში სიტყვა – რუსეთი ნახსენები არაა, ოპოზიცია კი რეზოლუციის პროექტში ამ სიტყვის ჩაწერის გარეშე მის მხარდაჭერას არ აპირებს.
თაგები:
მამუკა გამყრელიძე




