მამუკა გელაშვილი - ახალგაზრდებთან ერთად განვიხილეთ ყველა ის პროექტი, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანია


ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების“ ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი, პარლამენტის წევრთან ანტონ ობოლაშვილთან, სახელმწიფო რწმუნებულთან ზაალ გელაშვილთან, პროპორციული სიის პირველ ნომერთან გიორგი ფერაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით ზაალიშვილთან ერთად, ბორჯომელ ახალგაზრდებს შეხვდა.
გელაშვილის თქმით, ახალგაზრდებს საინტერესო ხედვა აქვთ და მზად არის მათთან აქტიური თანამშრომლობისთვის.
მათ ახალგაზრდებთან ერთად განიხილეს ყველა ის პროექტი, რაც ბორჯომის და მთლიანად მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანია.
ბევრი ისაუბრეს ახალგაზრდული ცენტრებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაზე, ასევე, ქვეყნის მომავალზე, საქართველოში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე.
როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, განათლების ხელშეწყობა მთავარი პრიორიტეტია. მისივე თქმით, განათლება არის ძალა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას ამ ქვეყანაში მეტი განვითარება უზრუნველვყოთ.
"ძალა ახალგაზრდებშია! მადლობა თითოეულს მხარდაჭერისა და სწორ მხარეს დგომისთვის!“ - წერს გელაშვილი.
თაგები:
ბორჯომი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა