მამუკა გელაშვილი - აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებ მოსახლეობასთან შეხვედრებს

ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს. ამჯერად ის ტიმოთესუბანის, მზეთამზის, დაბის და დაბა წაღვერის მცხოვრებლებს შეხვდა და სოფელებში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრა.
“აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებ მოსახლეობასთან შეხვედრებს. ამჯერად, სოფლების - ტიმოთესუბანის, მზეთამზის, დაბის და დაბა წაღვერის მცხოვრებლებს შევხვდი. დღეს შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულთან სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ზაალ გელაშვილთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან, ანტონ ობოლოაშვილთან, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამცხე-ჯავახეთის კურატორთან, სერგი მუშკუდიანთან, პარტია „ქართულო ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომის შტაბის ხელმძღვანელთან, გიორგი ფერაძესთან, მერის მოადგილესთან, გიორგი ტაბატაძესთან და ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან, ეკატერინე ორჯონიკიძესთან ერთად სოფელებში არსებულ საჭიროებებზე ვისაუბრეთ.
მოგეხსენებათ, სულ ახლახან დასრულდა დაბა წაღვერში პარკის რეაბილიტაცია. ახალი რეკრეაციული სივრცე, 10 500 კვ მ ფართობზე განთავსდა.
რეაბილიტაციის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის განკუთვნილი მრავალფუნქციური სივრცეები გაკეთდა: განთავსდა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, ფოტოგადაღების ჯიხური, კომერციული ობიექტები ასევე, სკვერში დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ასევე ზემოთ აღნიშნულ სოფლებში მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მოეწყო სპორტული მოედანი და სხვა. მჯერა, რომ ჩემს გუნდთან, ბორჯომელებთან ერთად და ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობის დახმარებით, ყველა არსებულ გამოწვევას წარმატებით დავძლევთ”, - წერს მამუკა გელაშვილი.
თაგები:
მამუკა გელაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


