მამუკა გელაშვილი - აქტიურად ვაგრძელებ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს

ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
„აქტიურად ვაგრძელებ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს.
ამჯერად, ჭობისხევის და ლარების მცხოვრებლებს შევხვდი.
შეხვედრებზე ვისაუბრეთ როგორც არსებულ საჭიროებებზე, ისე დასრულებულ და მიმდინარე პროექტებზე. მოგეხსენებათ, რომ სოფელ ჭობისხევში დასრულდა კლუბის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტისა და კულტურის წრეებისთვის განკუთვნილ დარბაზებს, ასევე რეაბილიტირდა საბიბლიოთეკო სივრცე. მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მოეწყო გარე განათების სისტემა და სხვა.
უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლის განმავლობაში ბორჯომის მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ადგილობრივების ყოველდღიური ცხოვრების პირობები.
თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გულწრფელი მადლობას მოგახსენებთ ამისთვის. 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს. მოსახლეობასთან ერთად მუშაობით ბევრი პროექტის განვახორციელებთ.
მშვიდობა საქართველოს! მეტი განვითარება ბორჯომს!“, - წერს მამუკა გელაშვილი.
თაგები:
ბორჯომი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


