მამუკა გელაშვილი - ჩემთვის სასიხარულოა, რომ ჩემი საყვარელი ბორჯომელები აქტიურად მიჭერენ მხარს


ავტორი
Front News საქართველო
დღეს, “ქართული ოცნების” ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი პროპორციული სიის პირველ ნომერთან გიორგი ფერაძესთან ერთად, გოგიას ციხის, ერეკლე მეორეს, გიორგი სააკაძის და ჭავჭავაძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.
გელაშვილმა მოსახლეობას თავისი გუნდის გეგმები და ხედვები გააცნო, თუ როგორ ხედავენ ბორჯომის, როგორც ტურისტული ქალაქის განვითარებას.
ასევე, ადგილობრივებს ქალაქის N2 და N3 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ივანე შალუტაშვილი და დავით შონია წარუდგინა.
“ბოლო წლებში ზემოთ აღნიშნულ ქუჩებზე არა ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რეაბილიტირდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადები, მოეწყო რეკრეაციული ზონები, სპორტული ინფრასტრუქტურა და სხვა. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ჩემი საყვარელი ბორჯომელები აქტიურად მიჭერენ მხარს. მათ მიერ დასახელებული პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება”, - წერს გელაშვილი.
თაგები:
ბორჯომი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა