Logo

მამუკა გელაშვილი სოფელ ჩითახევში, სოფელ ლიკანში და ლიკანში დევნილთა დასახლებაში მოსახლეობას შეხვდა

რეგიონები
312
Frontnews image description

"ქართული ოცნების“ ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი სოფელ ჩითახევში, სოფელ ლიკანში და ლიკანში დევნილთა დასახლებაში მოსახლეობას შეხვდა.

"შეხვედრები სოფელ ჩითახევში, სოფელ ლიკანში და ლიკანში დევნილთა დასახლებაში გავმართეთ.

მოგეხსენებათ, რომ ე.წ ფაფის დასახლებაში, 150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება

ამ ეტაპზე ათსართულიანი კორპუსის ყველა სართული უკვე აშენებულია და სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
სრულად გარემონტებული ბინები იმ დევნილ ოჯახებს გადმოგეცემათ, რომლებიც წლების განმავლობაში ბორჯომში არასათანადო პირობებში ცხოვრობდით, დევნილი ოჯახების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა", - წერს გელაშვილი სოციალურ ქსელში.

თაგები:

ბორჯომი
Advertisement