Logo

მამუკა გელაშვილმა ახალშენის მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა

რეგიონები
373
Frontnews image description

“ქართული ოცნების” ბორჯომის მერობის კანდიდატმა მამუკა გელაშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პროპორციული სიის წევრებთან, ახალგაზრდული ორგანიზაციისა და შტაბის წარმომადგენლებთან ერთად, ე.წ ახალშენის დასახლებაში სამი შეხვედრა გამართა.

მერობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო, მათი პრობლემები მოისმინა და პრობლემების მოგვარების გზებზე იმსჯელა.

გელაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში აღნიშნულ ქუჩებზე არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა, რუსთაველის ქუჩაზე თერთმეტი მრავალბინიანი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია განხორციელდა, მოეწყო რეკრეაციული ზონები, სპორტული მოედნები, გზები, გარე განათება და სხვა.

თაგები:

ბორჯომი
Advertisement