მამუკა გელაშვილმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო


ავტორი
Front News საქართველო
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” ბორჯომის მერობის კანდიდატმა მამუკა გელაშვილმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ზაალ გელაშვილთან, პროპორციული სიის პირველ ნომერთან გიორგი ფერაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.
“27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყანას, სამშობლოს და თავი შესწირეს ერთიანი საქართველოს იდეას. მოძმე ხალხთა შორის კონფლიქტმა მრავალი ადამიანის - ჯარისკაცთა თუ მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა”- წერს გელაშვილი.
თაგები:
ბორჯომი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა