
ავტორი
Front News საქართველო
“მაესტროს“ დამფუძნებელი მამუკა ღლონტი პენიტენციური სამსახურის მიერ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში შეყვანის კადრების გასაჯაროებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“რუსეთში ვსწავლობდი არქიტექტურის ინსტიტუტში, ხოდა მომრჩა იქაური სტუდენტობის მეგობრები, ერთხელ ერთმა მიშაზე ცუდი რაღაცეები მომწერა (იმ პერიოდში, როცა მიშა და მისი რეჟიმი ყველაზე მეტად მდევნიდა) ხო და დავახურე თავზე იმ ჩემს მეგობარს, იმიტომ, რომ მან ჩემი ქვეყნის სიმბოლო პრეზიდენტი (კარგია თუ ცუდი) აუგად მოიხსენია.
ჩემთვის ჯერ სამშობლოა, შემდეგ ყველაფერი, მათ შორის მეგობრობაც.
იმასაც შეგახსენებთ რამდენი ვიბრძოლე მიშას რეჟიმის დასანგრევად და ამით ყოველთვის ვიამაყებ! აქვე გეტყვით, რომ “ნაცების” გამოსწორების არ მჯერა!
ახლა კი რატომ ვწერე ამდენი: “ქოცებო” ჩემი ქვეყნის სიმბოლოს იატაკზე ნახევრად შიშველს რომ ახოხიალებთ და ამას აქვეყნებთ, თქვენ გგონიათ ვინმე როდესმე გაპატიებთ? მე არა, არასდროს!”,-წერს მამუკა ღლონტი სოციალურ ქსელში.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს