Logo

მამუკა კაციტაძე – ხელისუფლებას სააკაშვილის ჯანმრთელობის რისკზე მეტად ძალაუფლების დაკარგვის რისკი უფრო აწუხებს

პოლიტიკა
1370
Frontnews image description

ხელისუფლებას სააკაშვილის ჯანმრთელობის რისკზე მეტად  ძალაუფლების დაკარგვის რისკი უფრო აწუხებს,  – ამის შესახებ Front News-ს „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა მამუკა კაციტაძემ განუცხადა. 

 

მისი განმარტებით, საკითხი პოლიტიზირებულია, რის გამოც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმების განცხადებებს პოლიტიკოსები პასუხობენ.  

 

“სააკაშვილის საკითხი არის უკიდურესად პოლიტიზირებული, შესაბამისად,  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება არის პოლიტიზირებული. თუ რატომ ვერ აცნობიერებს ხელისუფლება მდგომარეობის რისკს, ეს, ალბათ, იმით შეიძლება აიხსნას, რომ ჯანმრთელობის რისკზე მეტად მათ ძალაუფლების დაკარგვის რისკი აწუხებს.  ამის გარდა, სააკაშვილი მათთვის პოლიტიკურ „საფრთხობელას“ წარმოადგენს,  რომელსაც ვერ „თმობენ“ როდესაც ადამიანის ჯანმრთელობაზეა საუბარი, ეს არის ექიმების კომპეტენცია და არ პოლიტიკოსების. როდესაც ექიმები აცხადებენ, რომ  რომ პიროვნება არის ავად, მას არ სჭირდება პოლიტიკური შეფასება.  ამიტომ კობახიძემ და პაპუაშვილი  კი არ უნდა აკეთებდნენ სამედიცინო შეფასებებს, პლუს ზარქუა,  არამედ მედიკოსები“, – განაცხადა კაციტაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები