
ავტორი
Front News საქართველო
გაიღვიძე საქართველო. გამოდი! გამოდი და არ დაუთმო რუს ოკუპანტს, რომლის წინააღმდეგაც გმირებმა თავი დადეს, აქედან იწყება ყველაფერი, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნების მოპარვა არის მომავლის წართმევა. ეს არ არის ჩვეულებრივი ქურდობა.
“გაიღვიძე საქართველო. გამოდი! გამოდი, და არ დაუთმო რუს ოკუპანტს, რომლის წინააღმდეგაც გმირებმა თავი დადეს, აქედან იწყება ყველაფერი. მინდა ფიცივით გითხრათ, მე ერთი რიგითი ქართველი, ამ ბრძოლას არ გამოვეთიშები, უკან არ დავიხევ, სანამ საქართველო არ მიიღებს რაც მას ეკუთვნის, სრული თავისუფლება, დემოკრატია და ევროპისკენ გზა. ეს არის ჩვენი ბრძოლა და არჩევანი და მას ბოლომდე მივიყვანთ.
ჩვენ ვხედავთ, რომ თითოეულ ჩვენ პროტესტს მხარს უჭერს მთელი ცივილური სამყარო, ჩვენ ვხედავთ ამ მხარდაჭერას, მაგრამ ბრძოლა ჩვენი მოსაგებია, მშვიდობიანად, ახალი არჩევნების მოთხოვნით, ამ პარლამენტს არ ექნება ლეგიტიმაცია. არჩევნების მოპარვა არის მომავლის წართმევა. ეს არ არის ჩვეულებრივი ქურდობა, ესენი არიან ხმის ქურდები, ესენი არიან მომავლის ქურდები”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
თაგები:
მამუკა ხაზარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს