მამუკა ხაზარაძე - არ არსებობს ძალა, რომელიც ჩვენს შემართებას, ჩვენს სულისკვეთებას და ბრძოლას ან ტემპს მოაკლებინებს, ან რაღაც კომპრომისზე წაიყვანს


ავტორი
Front News საქართველო
ძალიან მკაფიოდ ვუგზავნი გზავნილს ივანიშვილს, არ არსებობს გადაწყვეტილება, რომ მე და ჩემ გუნდს შენი შეგვეშინდეს, იმიტომ, რომ ეს ბრძოლა არის ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, თავისუფალ სამყაროსთან ინტეგრაციისთვის და არა ისეთ ქვეყნებთან, რომლის ლიდერების პანაშვიდზე შენ ე.წ. პრემიერ-მინისტრს აგზავნი, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაჩენის გამოცხადებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, მათი ბრძოლა გაგრძელდება.
"დღეს ჩემი და ბადრი ჯაფარიძის დასკვნითი სიტყვა იქნება მოსმენილი. ჩვენ - ბადრი და მე ვიყავით პირველები, რომლებმაც განვაცხადეთ უარი იმ არაკონსტიტუციურად და არალეგიტიმურად შექმნილ პარლამენტში მისვლაზე და მას მერე დაიწყო პოლიტიკური დევნა. ეს იყო პოლიტიკური განაცხადი და შესაბამისად, ჩვენ მასზე განვაცხადეთ უარი.
მეორეჯერ დამიბარეს და ამაზეც მკაფიო პასუხი მიიღეს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ მეორედ თუ მესამედ დაბარებულ არალეგიტიმურ პარლამენტში მისვლას. დღეს პარლამენტი არის არალეგიტიმური და ჩვენი მხრიდან მას არასდროს არ ექნება აღიარება.
მე მინდა, ძალიან მკაფიოდ ვთქვა, რომ არ არსებობს ძალა, რომელიც ჩვენს შემართებას, ჩვენს სულისკვეთებას და ბრძოლას ან ტემპს მოაკლებინებს, ან რაღაც კომპრომისზე წაიყვანს. დღეს ჩვენ შეიძლება ვნახოთ სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილება, საპატიმრო, მაგრამ მიუხედავად ნებისმიერი გადაწყვეტილებისა, ძალიან მკაფიოდ ვუგზავნი ამ გზავნილს ივანიშვილს - არ არსებობს გადაწყვეტილება, რომ მე და ჩემ გუნდს შენი შეგვეშინდეს, იმიტომ, რომ ეს ბრძოლა არის ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, თავისუფალ სამყაროსთან ინტეგრაციისთვის და არა ისეთ ქვეყნებთან, რომლის ლიდერების პანაშვიდზე შენ ე.წ. პრემიერ-მინისტრს აგზავნი. ეს არის განსხვავება ჩვენ შორის, ეს არის ის, რის გამოც ვართ პოლიტიკაში.
5 წელი დაგვსდევდი, რომ 12 წლიანი მუხლი მოგესაჯა. არ დაგვიტოვებია ქვეყანა და არც ახლა ვაპირებთ. შესაბამისად, ბრძოლა გაგრძელდება და მივიყვანთ ბოლომდე. ასევე, სოლიდარობა ზურა ჯაფარიძეს და სადაც არ უნდა ვიყოთ, გავაგრძელებთ ბრძოლას იმიტომ, რომ ამ ქვეყანას აქვს ერთადერთი კარგი მომავალი, რომ ერთხელ და სამუდამოდ, გავათავისუფლოთ ეს ქვეყანა ოკუპაციისგან და ამას აუცილებლად გავაკეთებთ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
თაგები:
მამუკა ხაზარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს